წამყვანი კომიტეტისგან მხარდაჭერა მივიღე და დარწმუნებული ვარ, სესიაზეც იქნება შესაბამისი მხარდაჭერა, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომლის კანდიდატურაც პარლამენტმა სემეკი-ს თავმჯდომარის პოსტზე უნდა განიხილოს.
„შევეცდებით მაქსიმუმს, რომ თითოეული მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და ამ ყველაფრის გარანტი იქნება მარეგულირებელი კომისია,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, ის გამოეხმაურა ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხსაც და განაცხადა, რომ კომპანიებს ეტაპობრივად უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა რამდენად შეიცვლება ტარიფები, წინასწარ ამაზე პასუხს ვერ გასცემს.