ბიუჯეტის პროექტის თანახმად, „საქართველოს რკინიგზამ“, „ენერგოტრანსმა“, “გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ 2018 წელი ზარალით დაასრულა

2018 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 160 მილიონი ლარით, 805,3 მლნ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის დანართშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის ზარალის მეტი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგოტრანსი“, საქართველოს მელიორაცია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა.

ამასთან, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, ენგურჰესმა 2018 წლის საანგარიშო წელი მოგებით დაასრულეს.

ჯამურად, ყველაზე დიდი - 609 მილიონი ლარის ზარალი საპარტნიორო ფონდს ჰქონდა, ძირითადი მიზეზი კი ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია.