79,4%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, შემცირებული მშპ, გაზრდილი საშუალო ხელფასი - ეს „ქართული ოცნების“ 7-წლიანი პერიოდის ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილია. მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები დარიგდა, გაიზარდა პენსია და სხვა სოციალური გასაცემლები, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რადგან გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ „შეჭამა“ გაზრდილი პენსიის, ხელფასის და სოციალური დახმარების ნაწილი, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე კი ფასები გაიზარდა.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 54, 97% მოიპოვა. „ოცნებამ“ არჩევნებში ხელმეორედ 2016 წელსაც გაიმარჯვა, მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 48,7%-ი მიიღო.
ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგალითად, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 7.1 მლრდ ლარს, 2019 წელს კი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 13 მლრდ ლარამდე იზრდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ იცვლებოდა ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო 7 წლის განმავლობაში: (2019 წლის მაჩვენებლები აღებულია წელს გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემებიდან)
რაც შეეხება 2019 წლის ბოლო მონაცემებს, აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 5,8%-თ გაიზარდა. (წყარო - საქსტატი)
2019 წლის 6 თვეში კი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წლის 2 კვარტალში საქართველოში სულ 560,4 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2019 წლის ნახევარში კი 473,3 მლნ დოლარის. (წყარო - საქსტატი)
2019 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა. (წყარო - საქსტატი)
2019 წლის იანვარ აგვისტოში საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 8,126 მლრდ დოლარი შეადგინა. (წყარო - საქსტატი)
2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 11,4% შეადგინა. (წყარო - საქსტატი)
2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 1179,8 ლარი შეადგინა. (წყარო - საქსტატი)
(წყარო - ეროვნული ბანკი)
გრაფიკა მოამზადა ლევან ტაბატაძემ