"რუსეთთან ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება"

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას მხარს უჭერს.

"როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ასობით-ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში პრობლემები ექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით შესაძლო რისკების არსებობას, გიორგი გახარიას თქმით, "რისკები უნდა ვმართოთ ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში".

"ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. ჯერ ერთი უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში აღდგეს ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის"
"რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა"
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 3,808,651 მგზავრს მოემსახურა