„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5 %-ით შემცირებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. როგორც ბუცხრიკიძე აღნიშნავს, ამით ქვეყანაში უცხოური ვალუტის დამატებითი რესურსი გაჩნდება.
„ეროვნული ბანკის დღევანდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირებას, ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაჩნდება უცხოური ვალუტის დამატაბითი რესურსი, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს, ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზოს მომხმარებელს. უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა კი, თავის მხრივ, გაზრდის უცხოურ ვალუტის მიწოდებას, შეამცირებს ლარზე წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის გამყარებას“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.