ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროკავშირში უმუშევრობის დონე მინიმუმამდე შემცირდა. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს.
ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 6.3%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირში უმუშევრობის დონე 6.7% იყო.
სტატისტიკის სააგენტოში განმარტავენ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყნებს შორის გასხვავდება და ზოგიერთ მათგანში შემცირების ნაცვლად, პირიქით გაზრდილია.
მაგალითად, დანიაში უმუშევრობა 4.9-დან 5%-მდე, ლიეტუვაში კი 6.1-დან 6.6%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩეხეთშია და 2%-ს შეადგენს. მას გერმანია და მალტა მოჰყვებიან 3.1 და 3.3%-ით.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი საბერძნეთშია და 17%-ს შეადგენს. მას ესპანეთი და იტალია მოჰყვებიან 13.8 და 9.5%-ით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არსებობის განმავლობაში, ევროზონასთან შედარებით, (რომელიც ევროკავშირის 19 ქვეყანას აერთიანებს და ოფიციალურ ვალუტად ევროა აღიარებული) უმუშევრობის დონე უფრო დაბალი პირველად აღმოჩნდა. დღეის მდგომარეობით, ევროზონაში უმუშევრობა 7.4%-ს შეადგენს.