„მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან"

მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია და მასში ასახულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - ძალიან პატარა სოფლის პრობლემიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება.

ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო კონტროლის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს თავად ხელისუფლების საქმიანობაც.

„მჯერა, რომ სწორედ ამ კონტექსტით დანახული ჩვენი ბიუჯეტი, 2020 წელს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან“, - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.