ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბაზრობის მეორე სართულზე ღია ცეცხლია.
ადგილზე ამ დროისთვის ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ წუთებში ხდება დამატებითი ძალების მობილიზებაც.
ღია ცეცხლიდან გამომდინარე ჯერ უცნობია თუ რა ფართის ტერიტორია იწვის. ამ დროისთვის ასევე უცნობია, კონკრეტულად რას გაუჩნდა ცეცხლი და რა პროდუქცია იწვის.