„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმა ჩაშლილია და რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ

„ევროპული საქართველო“ პარლამენტსა და საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ და მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აფრთხილებდა, არ აემოქმედებინა ტაქსების რეგულაცია და არ გადაედგა ეს მავნებლური ნაბიჯი, - ეს განცხადება დღეს პარტიის ოფისში საკრებულოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ეს ცრუ რეფორმა ჩაშლილია და „ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას მიმართავს აღნიშნული რეგულაცია გააუქმოს და დაუბრუნდეს წელიწადნახევრის წინანდელ მდგომარეობას.

„ევროპული საქართველო’’ თბილისის საკრებულოში მოითხოვს, გაუქმდეს ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაცია და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ. ამ მოთხოვნაში პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დაგვიჭერს მხარს. მერიას ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტაქსების რეგულაცია გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს ცრუ რეფორმა არის ჩაშლილი. საინტერესოა, რას ეუბნება თბილისის მერია 30 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს, რომელიც თავად აღრიცხა, რატომ არ აქვთ უფლება ფერად ტაქსებს ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა, რომლის შედეგიც არის სამი და სამივე არის კატასტროფულად ცუდი. პირველი შედეგია ადამიანების შემოსავლების გარეშე დატოვება, რაც კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს, მეორე ეს არის ტაქსის მომსახურების გაძვირება და მესამე შედეგი იქნება ტაქსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება ქალაქში. ამ ცრუ რეფორმის, ამ სიყალბის სამივე შედეგი, რომელზეც ჩვენი წელიწადნახევრის წინ ვაფრთხილებდით, არის მკვეთრად უარყოფითი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც თბილისის მერიამ ამ მიმართულებით გადადგა არის გაუზრებელი, სულელური, ორიენტირებული ადამიანების გაღარიბებაზე, ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აფრთხილებდა „ქართულ ოცნებას’’ და მერიას, არ გადაედგა ეს ნაბიჯი და არ აემოქმედებინა მავნებლური რეგულაციები ტაქსებთან მიმართებაში. არ მახსენდება ამ მასშტაბით ჩაძვრომა ჩვენი მშრომელების ჯიბეში. მერია მათ ჯიბეში ჩაუძვრა ლიცენზიებით, მანქანების გადაღებვის დავალდებულებით, რაც დღეს უკვე 800 ლარი გახდა. ეს ვაუჩერი 2- წლიანია, რა პერიოდშიც მანქანის მფლობელს ეკრძალება მისი გაყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 700 ლარით. ორი წლის შემდეგ კი, თეთრი ტაქსის გაყიდვა შეუძლებელიც იქნება, რადგან ეს ლენტები აფუჭებს მანქანას, აქვეითებს მის ფასს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - ეს მავნებლური რეგულაციები ერთის მხრივ, აძვირებს მგზავრობას, მეორეს მხრივ კი, გაზრდის უმუშევრობას. მთავრობა მოქალაქეებს ურთულებს ცხოვრებას, უძვრება ჯიბეში და აწვალებს ზედმეტი რეგულაციებით. ამ ყველაფრის გარდა, პატრული, ჩვენი პოლიცია, რომელიც უნდა იყოს დაკავებული კრიმინალთან ბრძოლით, ფერად ტაქსებს აჯარიმებს 200 ლარით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ირაკლი ხმალაძე - 1-ელი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული
ვასილ ურუშაძე - თბილისის მერის ორწლიანმა მცდელობამ „ტაქსების რეფორმა“ გაეტარებინა, შედეგი არ გამოიღო - თეთრი ფერი არაფერს ცვლის, იგივე ავტომობილები მოძრაობს
რომან გოცირიძე - დღეს ქუჩაში არალეგალურად 24 000 ტაქსი გამოჩნდება