საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთის რეგიონში, 30 სექტემბრის მონაცემებით, 186 ათასი ტონა ყურძენი დამუშავდა. აქედან, 116 ათასი ტონა „რქაწითელია“, ხოლო 61 ათასი ტონა - „საფერავი“.
ამ დროისთვის, „რწაქითელის“ საბითუმო ფასი 70 თეთრია, მიკროზონებში თეთრი ყურძნის ფასი კი - 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. ამასთან, „საფერავის“ სტანდარტული ღრებულება 1,50 თეთრია, ხოლო „მუკუზანის“ (მიკროზონების მხედვით) 1,5 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს. შედარებით ძვირია მიკროზონებში „ქინძმარაულის“ ღურებულება. კერძოდ, 2 -2,5 ლარს შეადგენს.
east fruit-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რთველში 100-მდე კომპანია იღებს მონაწილოებას. ამასთან, კერძო კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას ყურძნის ხარისხს აქცევენ. თუმცა, წელს პროდუქტის ხარისხსა და ფასზე ცუდი გავლენა კლიმატურმა პირობებმა იქონია. კერძოდ, მშრალი ზაფხული და რთველის პერიოდში წვიმა "რთველი 2019-ზე" ცუდად აისახა და გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა.
„საბოლოო პროგნოზი არის ის, რომ მოსავლის რაოდენობა იქნება იგივე, რაც გასულ წელს იყო. შარშან დაახლოებით, 250 ათასი ტონა ყურძენი დამუშავდა“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მისი უწყება რეგულარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ღვინის მწარმოებლებთან, რათა ერთობლივად მოხდეს კოორდინაცია და მაქსიმალურად გადაილახოს პრობლემები. რაც მთავარია, ყურძნის ფასი მისი ხარისხის ადეკვატური იყოს.
წინასწარი პროგნოზებით, წელს კახეთში 200- 250 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება.