ქუთაისში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა ,,ჰერკულესის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

როგორც ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, საწარმოს ადმინისტრაციას 4 თვის სახელფასო დავალიანება აქვს. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და აღნიშნავენ, რომ საწარმოში რთული და გაუსაძლისი მდგომარეობაა, რადგან ადმინისტრაცია თანამშრომლებს ყოველი თვის ბოლოს სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

აქციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, თუკი ქარხანაში დასაქმებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშები პერმენენტულ აქციებს გამართავენ.