„თეგეტა მოტორსი“ ახალ კამპანიას - „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ იწყებს

„თეგეტა მოტორსი“ ახალ კამპანიას, „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ კამპანიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებაა, თუ როგორ უნდა მართონ მოქალაქეებმა ავტომობილი, როგორ უნდა იმოძრაონ ფეხით სავალ ნაწილზე და როგორ უნდა გადაკვეთონ გზა.

„სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე შეიქმნა პერსონაჟი „ნუგო“ - დაუდევარი მძღოლი, რომელიც ეხვევა სხვადასხვა უბედურ შემთხვევებში, რადგან წინასწარ არ იზრუნა ავტომობილის გამართვაზე. კამპანიის მიზანია, ერთად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ვიზრუნოთ უსაფრთხო გადაადგილებაზე,“ - განაცხადეს „თეგეტა მოტორში“.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევების მიხედვით მოქალაქეები წელიწადში, საშუალოდ, 300 საათს ატარებენ ტრანსპორტში და ეს დრო ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, იზრდება ავტომობილების გამართული მუშაობის საჭიროება.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 24 წელია ზრუნავს საქართველოში საგზაო მოძრაობის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ამ პერიოდში თეგეტა მოტორსმა ტექნიკურად გამართა ნახევარ მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყო. კომპანიის მთავარი ღირებულება - თითოეული მოქალაქის უსაფრთხო მგზავრობაა.