თურქეთში ელექტრო სიგარეტები აიკრძალება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მალე ელექტრო სიგარეტები აიკრძალება.

„ჩვენ ვამზადებთ კანონს, რომლის მიხედვითაც თურქეთში ელექტრო სიგარეტის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალება“ - განაცხადა მინისტრმა.

დღეისათვის უკვე 27-მა ქვეყანამ აკრძალა ელექტრო სიგარეტი და ნიკოტინის გარდამქმნელი სხვადასხვა სისტემა. მათ შორისაა არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კოლუმბია, მექსიკა, პანამა, ურუგვაი, ბელგია, კანადა, დანია, ჰოლანდია, ნორვეგია და ისრაელი.

ამ აკრძალვას შესაძლოა, ძალიან მალე აშშ-ც შეუერთდეს. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვეიპერებს შორის შემაშფოთებლად იმატა სხვადასხვა დაავადებამ. დაავადებათა გამომწვევი შესაძლოა, ელექტრო სიგარეტის სითხეში Е ვიტამინის დიდი რაოდენობა იყოს. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას Е ვიტამინი შესაძლოა, სხვადასხვა სასიკვდილო დაავადების გამომწვევი გახდეს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ