დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილება

3 ოქტომბერს, 14:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავს და პოზიციებს წარადგენს.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პაკეტი შეეხება შემდეგ საკითხებს:

  • წინასახელშეკრულებო ურთიერთობა;
  • დასაქმების კანდიდატის ინფორმირება;
  • ვადიანი ხელშეკრულების დადება;
  • სამუშაო დროის ხანგრძლივობა;
  • ზეგანაკვეთური სამუშაო;
  • შვებულება;
  • დროებითი შრომისუუნარობა;
  • ხელშეკრულების შეწყვეტა;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის წესი;
  • კოლექტიური დათხოვნა;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები;
  • შრომითი დავა;
  • გაფიცვა და ლოკაუტი.

განხილვის პროცესს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია წარუძღვება.

შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.