მუხრანში იყიდება ღორების ფერმა, რომლის ღირებულებაც 800 ათასი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაცია ბიზნესის ყიდვა/გაყიდვის ვებ-პორტალზე businessforsale-ზე ვრცელდება.
„ფერმა არის მოქმედი და განვითარებული ბიზნესი. ფუნქციონირებს ღორებისთვის, რომელთა რაოდენობაც საშუალოდ მერყეობს 300-400 სულამდე. ტერიტორიის საერთო ფართობი არის 8 600 კვ. მეტრი, რომელიც დაყოფილია 3 ერთეულად. შენობის ფართი არის 309,61 კვ. მეტრი, ამის გარდა საკუთრებაშია 5 სხვადასხვა ტიპის ფართი (მარაგებისთვის, სასოფლო საქმიანობის დანიშნულებისთვის) ტერიტორიაზე ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. ფერმის ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას გზის პირა მაღაზიის (ხორცის გაყიდვის წერტილის) გახსნის შემთხვევაში, უპირობო, ფინანსური წარმატების მიღწევას და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც, რომ მუხრანი ხორცის საბითუმო გაყიდვის ადგილად ჩამოყალიბდა.
ერთი შენობის ნაწილი არის სწორი, ბეტონის ფილის გადახურვით, დაახლოებით 100 კვ.მ. რაც იძლევა მარტივად დაშენების შესაძლებლობას ოფისისთვის ან სხვა დანიშნულებისთვისაც. ფერმა აწვდის დაკლულ ღორებს სტაბილურად ,, აგროჰაბს’’, რამოდენიმე ცნობილ რესტორანს. ფერმას აქვს შეღავათიანი აგრო სესხი 70 000 ლარის ოდენობით, რაც გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველის ვალდებულებად მოიაზრება. ფერმას აქვს შეძენილი 11 600 დოლარის დანადგარები. ასევე ფერმის ტერიტორიაზე არის თევზის 400 კვ. მეტრის ხელოვნური ტბა, 45 მ სიღრმის სასმელი წყლის ჭა და საყარაულო ვაგონი თავისი ინვენტარით,“-აღნიშნულია პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.