Google Maps-ში ფუნქცია „ინკოგნიტო“ გაჩნდება

ონლაინ რუკების სერვისი Google Maps კლიენტებს რეჟიმით „ინკოგნიტო“ სარგებლობას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„Google Maps-ში „ინკოგნიტო“ რეჟიმის ჩართვისას, აპლიკაციაში თქვენი ქმედებები ისტორიაში არ შეინახება“ - აცახდებენ კომპანიაში.

ამასთან, კორპორაცია ხაზს უსვამს, რომ გაჯეტების მფლობელები, რომლებიც ოპერაციულ სისტემაზე Android მუშაობენ, ამ ფუნქციით სარგებლობას უკვე მიმდინარე თვიდან შეძლებენ. ხოლო iOS-ს მფლობელებისთვის აპლიკაცია მოგვიანებით გაჩნდება.

ცვლილება ასევე შეეხება ვიდეო ჰოსტინგს YouTube, რომელიც Google-ის კუთვნილებაა. ეს ფუნქცია ამ სერვერზე ავტომატურად წაშლის თქვენს მიერ ნანახ ისტორიას.

„მიუთითეთ ფუნქცია - დაივიწყე სამ თვეში ან 18 თვეში და ჩვენ ვიზრუნებთ მის დავიწყებაზე“ - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განმარტებით პრეს-რელიზში.

როგორც ცნობილია, კომპანია აქამდე არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ის მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას ინახავდა და მათ „თვალს ადევნებდა“. ახლა კი კომპანია ცდილობს ეს „უხერხულობები“ თავიდან აიცილოს.

კოკა კვირკველია