ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოქვეყნდა - რომელ ადგილს იკავებს საქართველო

კომპანია Henley & Partners 2019 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ და სუსტ პასპორტებს ასახელებს.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია და სინგაპური ინაწილებენ. აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით მსოფლიოს 190 ქვეყანაში მოგზაურობა ვიზის გარეშეა შესაძლებელი.

რეიტინგის მიხედვით, მე-2 ადგილზე ერთდროულად გერმანია, სამხრეთ კორეა და ფინეთი არიან. ამ სამი ქვეყნის მოქალქეებს ვიზის გარეშე 188 ქვეყენაში შეუძლიათ შესვლა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 5 წლის წინ აშშ და დიდი ბრიტანეთი რეიტინგის სათავეში იყვნენ, თუმცა დღეს მათ მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს.

2019 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია ასე გამოიყურება:

1. იაპონია, სინგაპური (190 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება)

2. ფინეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა (188)

3. დანია, იტალია, ლუქსემბურგი (187)

4. საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი (186)

5. ავსტრია, ნიდერლანდები, პორტუგალია (185)

6. ბელგია, კანადა, საბერძნეთი, ირლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვეიცარია (184)

7. მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა (183)

8. ახალი ზელანდია (182)

9. ავსტრალია, ლიეტუვა, სლოვაკეთი (181)

10. უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, სლოვენია (180)

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე სუსტ პასპორტებს, მათი ათეული ასეთია:

100. ლიბანი, ჩრდილოეთ კორეა (39)

101. ნეპალი (38)

102. ლიბია, პალესტინა, სუდანი (37)

103. იემენი (33)

104. სომალი, პაკისტანი (31)

105. სირია (29)

106. ერაყი (27)

107. ავღანეთი (25)

რეიტინგში საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზეა, რომლის მეშვეობითაც ვიზის გარეშე მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაშია შესაძლებელი.

ბექა ბერიაშვილი