უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში მოხვედრილი მილიარდელების ჯამურმა ქონებმა 2,96 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მათი საშუალო კაპიტალი 7,4 მილიარდი დოლარია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Forbes წერს.
„400 უმდიდრესი ამერიკელის ქონებმა რეკორდულ, 2,96 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2,2%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს“ - წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, მდიდრების საშუალო ქონება 200 მილიონით გაიზარდა და 7,4 მილიარდი შეადგინა.
Forbes-ის ცნობით, აღნიშნულ 400 ადამიანს შორის მოსახვედრად საჭიროა, რეიტინგში მონაწილეთა ქონება მინიმუმ 2,1 მილიარდი იყოს.