ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში იმაზე მეტი ადამიანი დარჩა, ვიდრე სახელმწიფოს მოლოდინი იყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში იმაზე მეტი ადამიანი დარჩა, ვიდრე სახელმწიფოს მოლოდინი იყო. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებაც გაიზრდება.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მეტი იქნება თანადაფინანსება, გამომდინარეობს გათვლიდან, რამდენი ადამიანი დარჩებოდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში და რამდენი დატოვებდა მას. ჩვენდა სასიხარულოდ, აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩა სისტემაში, ვიდრე ჩვენი ვარაუდი იყო უცხო ქვეყნების გამოცდილებით. ექსპერტებთან შეჯერებით. მეტი ადამიანი დარჩა სისტემაში, ვიდრე დასაწყისში იყო ნავარაუდევი. შესაბამისად, თანხაც მეტი აკუმულირდება და სახელმწიფოს შენატანი თანხაც მეტი იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.