მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, საზოგადოებამ დაიწყო შენობების ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, ენერგოეფექტური სისტემით აგება.
საქართველოს ბაზარზე არც თუ ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც სახლის მოწყობის ენერგოეფექტურ სისტემას გვთავაზობთ. ამით გამოირჩევა კომპანია „ჯეო გლასი“, რომელიც მომხმარებელს ენერგოეფექტურ მინებს შესთავაზებს.
რა არის და რისთვის გვჭირდება ენერგოეფექტური მინა-პაკეტი?
ენერგოეფექტური მინების თბო-საიზოლაციო თვისებები ზაფხულის პერიოდში ოთახში ინარჩუნებს სიგრილეს, ხოლო ზამთარში სითბოს. ცივ ამინდში ენერგოეფექტური მინები სითბური გამოსხივების საშუალებით, ოთახში არსებული გამათბობლისგან სითბოს ირეკლავს და მას შენობაში აბრუნებს. მინის დამცავი ფენა თბილ ჰაერს შენობის გარეთ არ ფანტავს და შესაბამისად, გამათბობლების გამოყენების საჭიროებაც უფრო მცირდება. მაღალი ტემპერატურა ოთახში მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება. ენერგოეფექტური მინები მდგრადია და შენობაში არ უშვებს ქარს. ოთახში ქმნის უფრო მეტ სიმყუდროვეს. მას ხშირად იყენებენ არამხოლოდ კერძო სახლებსა თუ ბინებში, არამედ სასტუმროებშიც, კომპლექსებშიც, რაც ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯეო გლასი“ თანამშრომლობს პრემიუმ ხარისხის ფრანგულ მწარმოებელ- “Saint Gobain,,-თან რომლის თანამედროვე, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით დამზადებული ენერგოეფექტური მინა-პაკეტები მაქსიმალურად უზრუნველყოფს შენობაში სითბოს შენარჩუნებას და საშუალებას გვაძლევს, გამათბობელი უფრო ეკონომიურად გამოვიყენოთ.
როგორც კომპანია "ჯეო გლასში“ აღნიშნავენ, იმისათვის, რომ კონსტრუქციამ სიმყარე არ დაკარგოს, აუცილებელია გარემო ფაქტორების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ კომპანიაში მისულ თითოეულ მომხმარებელს კონსულტაციას ინდივიდუალურად, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე უწევენ.
„ჯეო გლასი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი მინა-პაკეტების გარდა, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს უპრეცედენტო სიახლით შეუძლია ისარგებლოს, სასურველი პროდუქციის შეძენა ახლა უკვე 0%-იანი განვადებითაა შესაძლებელი და რაც მთავარია, თუ ადრე ყველა კომპანიასთან ურთიერთობა დამღლელი, რუტინული პროცესი იყო, დღეს „ჯეო გლასის“ მომხმარებლებს პირადი მენეჯერი ყველა საკითხის მოგვარებაში ეხმარება.
დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge
ეკა გადახაბაძე
(R)