„მზად ვართ უკრაინას ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის დროებითი კონტრაქტი შევთავაზოთ"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის უკრაინას შესთავაზოს დროებითი კონტრაქტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის იმ შემთხევვაში, თუ მიმდინარე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.

2 ოქტომბერს მოსკოვში ენერგორესურსების ფორუმზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოაწეროს ხელი სატრანზიტო ხელშეკრულებას ევროპული კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ კიევი მოახერხებს ევროპის ენერგეტიკული პაკეტის განხორციელებას წლის ბოლომდე.

უკრაინამ გაზის პირდაპირი იმპორტი რუსეთისგან 2015 წელს შეწყვიტა. კიევი რუსულ გაზს არაპირდაპირი გზით მეზობელი ევროპული ქვეყნებისგან იღებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო ავრცელებს.