ლითიუმ იონის ელემენტზე შვიდჯერ მძლავრი ელემენტი შექმნეს

ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს პირველი სამუშაო ლითიუმ-დიოქსიდის წყალბადის ელემენტის პროტოტიპი, რომელსაც შვიდჯერ უფრო მეტი ენერგიის შენახვა შეუძლია, ვიდრე ლითიუმ-იონის ელემენტს.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Advanced Materials. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვლევარებმა შეძლეს ლითიუმ-დიოქსიდის ელემენტის ყველაზე დიდი ნაკლისგან თავის დაღწევა - ეს არის ძალიან მცირე დამუხტვის ციკლი (მხოლოდ 100), რომელიც დაკავშირებული იყო ქიმიური რეაქციის დროს წყალბადის გამოყოფით. ამის გამოსასწორებლად საჭირო გახდა ელექტროლიტის შეცვლა: დიმეტილსუფოქსიდს, რომელიც კარგად ატარებს იონებს, დაუმატეს დისულფიდის მოლიბდენი.

ჰიბრიდულმა ელექტროლიტმა წრიული ელექტროქიმიური ციკლი გამოიწვია, რომელიც სრულად ახდენს CO₂-ის ნეიტრალიზებას და შეუძლია დატენვის 500 ციკლს გაუძლოს. ასეთი ელემენტისთვის ენერგიის შენახვის ტევადობაა 1876 კვტ/სთ, რაც შვიდჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად არსებული ლითიუმ-იონის ელემენტების შესაძლებლობა. კიდევ უფრო მეტი ტევადობა აქვთ ლითიუმ-გოგირდის დენის წყაროებს; მათი თეორიული სიმძლავრე 2600 კვს-ია ერთ კილოგრამზე.

კოკა კვირკველია