პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსი იწყება

პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.

პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში კურსის სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე მულტიმედია ჟურნალისტიკისთვის აუცილებელ ყველა მიმართულებას, ისინი შეიძენენ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შრომით ბაზარზე კონკურენტულს გახდის. აკადემია სტუდენტებს დასაქმებაშიც უწყობს ხელს.

როგორც აკადემიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროგრამაზე სწავლა შეუძლია 18 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს. განსაკუთრებული უნარები ან ცოდნა სავალდებულო არ არის. საჭიროა მხოლოდ, მულტიმედია ჟურნალისტიკის შესწავლის სურვილი.

პროგრამის მთავარი უპირატესობაა თეორიული სწავლის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებულობა. პროგრამის სილაბუსი აგებულია სასემინარო შეხვედრებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებზე. საწყის ეტაპზე სტუდენტები ესწრებიან ინტენსიურ სემინარებს, შემდეგ კი 9 კვირის განმავლობაში იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს 5 სხვადასხვა პლატფორმაზე პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულობით. კურსი მოიცავს მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრებსაც. პროგრამის დასასრულს კი მონაწილეები ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობენ.

პრაქტიკული აკადემია თანამშრომლობს მედია საშუალებებთან და კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდენენ შემდეგ ორგანიზაციებში: PalitraNews; რადიო პალიტრა და გაერთიანებული ნიუსრუმი.

პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე სწავლის საფასური 600 ლარია. მესამე ნაკადი სწავლას ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყებს. რაც შეეხება პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს, მათი ნაწილი პარტნიორ ორგანიზაციებშია დასაქმებული, ნაწილი კი - სხვადასხვა მედია საშუალებებში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს