ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 51 000 ლარად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში მდებარე 16 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 30 ნომრის მქონე დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უკვე გაყიდულია 26 ერთეული უძრავი ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება 62 405 001 მილიონი ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტია.