რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა.

კახა კახიშვილი კი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა ქონებას ფლობს ნათია მეზვრიშვილი.

2019 წლის 27 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ფლობს 61 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 1 955,07 ლარი და 560,15 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მეზვრიშვილის შემოსავალმა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 106 382,42 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მიწვეულ სპეციალისტად (პედაგოგი) მუშაობისას წინა წელს 4 050 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში უფიქსირდებოდა სესხი, რომლის შედეგადაც მეზვრიშვილის წლიურმა გასავალმა 8520 დოლარი შეადგინა.

თაია არდოტელი