ვაზისუბანში ოლიმპიური სოფლის მოწყობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შესაძლოა, 30 მლნ ლარი დასჭირდეს

ვაზისუბანში ოლიმპიური სოფლის მოწყობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შესაძლოა, 30 მლნ ლარი დაჭირდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვაზისუბანში ოლიმპიურის სოფლის კეთილმოსაწყობად მისაყვანია გზა, გაზი, მოსაწყობია 15 კმ სიგრძის საკანალიზაციო სისტემა.

მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, რომ ვაზისუბანში ოლიმპიური სოფლის მოსაწყობად 4 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, რაც საკმარისი თანხა არ არის. მთლიანად პროექტის დასრულებას 30 მლნ ლარი დასჭირდება. სამუშაოები კი გარკვეულ ვადებში უნდა დასრულდეს.

ამასთან, სუდაძემ განმარტა, რომ მერიის მიერ კომერციული ბანკიდან ასაღები 30 მლნ ლარის სესხი შესაძლოა, სრულად ოლიმპიური სოფლის კეთილმოწყობას არ მოხმარდეს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, სესხის აღება მერიამ დაარეზერვა, რათა სამუშაოები შეუფერხებლად დასრულდეს.