თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, თბილისის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის სფეროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება.
„მომავალშიც არაერთი სიახლე განხორციელდება, რაც ამ სფეროს მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული და სწორედ საზოგადოების დაკვეთას უპასუხებს. არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, რაც თავისთავად დადებითად აისახება საზოგადოების ყველა სეგმენტზე“, - განაცხადა თედო ისაკაძემ.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.