2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 14 მილიარდ ლარს მიაღწია

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში:

  • 2008 წელი - 70.7 მლნ ლარი
  • 2009-ში - 74.3 მლნ ლარი
  • 2010 წელს - 112.7 მლნ ლარი
  • 2011-ში - 366. 3 მლნ ლარი
  • 2012 წელს - 996.0 მლნ ლარი
  • 2013 წელს - 1, 213 მლრდ ლარი
  • 2014 წელს - 2, 032 მლრდ ლარი
  • 2015 წელს - 3,890 მლრდ ლარი
  • 2016 წელს - 4, 036 მლრდ ლარი
  • 2017 წელს - 6,050 მლრდ ლარი
  • 2018 წელს - 13,806 მლრდ ლარი

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%)

ელზა წიკლაური