"ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი - დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია"

ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი. დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მიდგომა მხოლოდ ტაქსებზე არ არის, ბევრ რამეში გვახასიათებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ დროთა განმავლობაში, განათლებით, შეგნებით, ეს ყველაფერი დაიხვეწება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს ყველაფერი დარეგულირდა", - აღნიშნა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტაქსების რეფორმა შედგა, თუმცა ეს არ არის რეფორმის დასასრული.

„ეს არის რეფორმის დასაწყისი და ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლდ გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმებს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ჯარიმები ერთჯერადად ამნისტირებული იქნება.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რომელიმე ტაქსის მძღოლს მუშაობა აეკრძალა. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
"ტაქსების რეფორმა განხორციელდა და წარმატებით მიმდინარეობს"
„გადაღებე კალაძე“ - ამ სლოგანით მერიასთან აქცია გაიმართა