„თავისუფალმა საქართველომ“ წამლების იმპორტზე მოთხოვნა ოფიციალურად წარადგინა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, უცხოეთიდან მედიკამენტების იმპორტის თაობაზე, სპეციალური განაცხადი შესაბამის უწყებაში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძეს თქმით, მათ აღნიშნულ განაცხადზე პასუხი ერთი კვირის ვადაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც მოსახლეობისათვის იაფი მედიკამენტების მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.

„იმედია, საკითხის ფორმალური და პროცედურული მხარე არ გაჭიანურდება და ადამიანებს შეეძლებათ, ჩვენი დახმარებით, კონკრეტული მედიკამენტები იმაზე გაცილებით დაბალ ფასში მიიღონ, ვიდრე ეს მონოპოლისტ აფთიაქებშია შესაძლებელი“, - აცხადებს ომანიძე.