თურქეთის ხელისუფლებამ Facebook 282 000 დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დაჯარიმების მიზეზი სოციალური ქსელის მხრიდან მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ არსებული კანონის დარღვევა გახდა, რის გამოც 300 000-მდე ადამიანი დაზარალდა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული პირების შესახებ გასაჯაროვდა ისეთი პირადი მონაცემები, როგორებიცაა მომხმარებლების სახელები, დაბადების თარიღები, ადგილმდებარეობები, ძებნის ისტორია და სხვა პირადი დეტალები. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის ხელში აღმოჩნდა ეს მონაცემები.
თურქეთის პერსონალური მონაცემების დაცვის საბჭოს განცხადებით, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კანონით გათვალისწინებული საჭირო ზომები არ მიიღო, რასაც თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჯარიმის დაწესება მოჰყვა.