ოკეანეში პლასტიკის შესაგროვებელ სისტემას ტესტირება უკვე ჩაუტარდა

დიდი ტივტივა მოწყობილობა, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა წყნარი ოკეანის პლასტიკის კუნძულისგან გასათავისუფლებლად შექმნეს, ნარჩენებს წარმატებით აგროვებს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული კუნძული, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე სამჯერ დიდია, პლასტიკის ნარჩენებისგან პირველად გაიწმინდა. ბოიან სლატმა ოკეანის გამწმენდი პროექტის შემქმნელმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ წყნარი ოკეანის ნაგვის კუნძულზე 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთი გაიწმინდა.

მან „ტვიტერში“ წყლიდან ამოღებული ნარჩენების ფოტოც გამოაქვეყნა.

ყოველწლიურად ზღვაში 600 000-დან 800 000-მდე მეტრული ტონა სათევზაო მოწყობილობა იყრება. დანარჩენი 8 მილიონი ტონა კი სანაპიროებიდან არის ჩაყრილი.

ოკეანის მკვლევარებმა პლასტიკის ყველაზე დიდი გროვა ჰავაისა და კალიფორნიას შორის აღმოაჩინეს. საწმენდი სისტემა არა მხოლოდ დიდი ზომის ნარჩენების, არამედ მცირე ზომის საგნების შესაგროვებლადაც არის შექმნილი, მათ შორის სათევზაო ბადეებისაც.

მოწყობილობას ნარჩენების შეგროვება რამდენიმე თვეში ერთხელ შეუძლია.

მარიამ მენაბდიშვილი