ჩვენ შეიარაღებულები ვართ ყველანაირი მტკიცებულებებით და თუ ეს მტკიცებულებები ბელორუსულმა კომპანიამ არ გააქრო, ძალიან საინტერესოა, წერილზე არსებული 120 ანაბეჭდიდან ვისი ანაბეჭდები ამოვა, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხაზარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გამოგზავნილ მუქარის შემცველ წერილში 120 თითის ანაბეჭდი არის აღმოჩენილი, თუმცა გახარიას მიერ ტენდერის გარეშე დაქირავებულმა ბელორუსულმა კომპანიამ მათი თითის ანაბეჭდების ბაზის განახლება მოახდინა.
„რატომ მოხდა გახარიას მიერ ტენდერის გარეშე მაისში ბელორუსული კომპანიის დაქირავება მთელი ჩვენი თითების ანაბეჭდების ბაზის განსაახლებლად? ჩვენ ამ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და კარგიც ვქენი, რომ პარლამენტის სხდომაზე გახარიას წერილის ქსეროასლი მივიტანე, თორემ ორიგინალის ბუნდღა აღარ დარჩებოდა. ჩვენ შეიარაღებულები ვართ ყველანაირი მტკიცებულებებით და თუ ეს მტკიცებულებები ბელორუსულმა კომპანიამ არ გააქრო, ძალიან საინტერესოა წერილზე არსებული 120 ანაბეჭდიდან ვისი ანაბეჭდები ამოვა. რატომ ჩატარდა ეს ყველაფერი ასე დახურულად და ასე ჩუმად? ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერი ჩაბარდება პროკურატურას მედიის თანდასწრებით. გახარიას მუქარის წერილი მივიღე კონვერტით, ხოლო თუ როგორ გადმომცეს და როგორ მივიღე, გეტყვით გამოძიებაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.