სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25.8 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 25.5 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 7.1 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში 259.4 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი ეს ციფრი 252.3 მლნ იყო.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 800 ათასი ტონით გაიზარდა და 10.9 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 10.1 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 108,580 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 399,795 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 291,215 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი