ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში გაზის დიდი საბადო იპოვეს

ჩინეთის ეროვნული ნავთოგაზის კომპანიის (CNPC) სპეციალისტებმა სიანძინ-უიგურის ავტონომიური რეგიონის ტარიმის აუზში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ახალი საბადოდან მოხდება 418,2 ათასი კუბური მეტრი გაზისა და 115,15 კუბური მეტრი კონდესატის მოპოვება დღეღამეში.

2019 წელს ჩინეთმა დააჩქარა ტარიმის აუზში სამძებრო სამუშაოები. როგორც ცნობილია, სწორედ აქ მდებარეობს ქვეყნის გაზის საბადოების 80%. ამ მომენტისთვის აქ აღმოჩენილია 14 ღრმა გაზის საბადო, საიდანაც წლიურად ხდება 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება.

კოკა კვირკველია