ამერიკული კომპანია Apple 10%-ით გაზრდის მისი უახლესი წარმოების სმარტფონის iPhone 11-ის წარმოებას. ამის შესახებ გამოცემა Nikkei იუწყება.
სულ დაგეგმილია დამატებით 7-8 მილიონი ერთეული სმარტფონის წარმოება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ iPhone 11-ზე ძალიან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაზარდა, რომელიც ნავარაუდევზე დიდი აღმოჩნდა.
ანალიტიკოსები აღნიშნულ სმარტფონზე მაღალ მოთხოვნას პირველ რიგში მასზე ფასის კლებით ხსნიან, სხვაობა 2018 წლის მოდელთან შედარებით 50 დოლარია. მანამდე კომპანიის ხელძღვანელმა ტიმ კუკმა გერმანულ გამცემა „ბილდს“ განუცხადა, რომ ის „ამ სტარტზე მეტად კმაყოფილი ვერ იქნებოდა, ვიდრე ახლა არის“. თუმცა ანალიტიკოსების განცხადებით, ეს გაზრდილი მოთხოვნა გრძელვადიანი ვერ იქნება.
როგორც ცნობილია, კომპანიამ Apple ახალი თაობის სმარტფონები iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max სექტემბერში წარადგინა. შტატებში iPhone 11-ის ფასი 699 დოლარიდან იწყება, iPhone Pro – 999 დოლარიდან, iPhone 11 Pro Max - კი 1099 დოლარიდან.