2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული ქონების შედეგად შემოსავალმა 54,7 მლნ ლარი შეადგინა. აქედან აუქციონის წესით პრივატიზებული ქონებიდან მიღებულმა შემოსავლმა კი, 51,5 მლნ ლარს გადაჭარბა.
ამასთან, სულ გასხვისდა 861 უძრავ-მოძრავი ქონება, საიდანაც 433 პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელდა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მაღალ ფასად, კერძოდ, 3 835 000 ლარად გასხვისდა ქობულეთში, აბაშიძის მიმდებარედ არსებული 10495.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3 540 000 ლარად კი - ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარე 16004.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; ამასთან, მიმდებარედ არსებული 2974.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და 4607.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3 450 000 ლარი გადაიხადა მყიდველმა მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებულ 63573.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მცხეთაში, ლისზე არსებულ 32783.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში.
2 756 000 ლარად გაიყიდა თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე 3636.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
ხოლო, 1 507 000 ლარად - ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე არსებული 2923.00 კვ მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ ფასად, კერძოდ, 450 ლარად გასხვისდა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერძენაულში არსებული 38 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
550 ლარად კი - ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 51.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ასევე, 550 ლარად გაიყიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთში მდებარე 30.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც.
750 ლარი გადაიხადა მყიდველმა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ 36.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში.
ხოლო 827 ლარად გასხვისდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხინვალში არსებული 154 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი.