“შენი თავისთვის, გამიღიმე!” – ევროინსის ღიმილის დღესთან დაკავშირებული კამპანია

4 ოქტომბერი მსოფლიო ღიმილის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით კი, სადაზღვევო კომპანია “ევროინსმა” გადაწყვიტა, ახალი ვიდეო-რგოლის მეშვეობით, საზოგადოებისთვის ღიმილის მნიშვნელობა შეეხსენებინა.

“ჩვენი ყოველდღიურობიდან და დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლებად გვრჩება დრო პოზიტიური ემოციების გაცემისთვის. გადავწყვიტეთ, დღევანდელი თარიღი უყურადღებოდ არ დაგვრჩენოდა და ჩვენი ემოციური ვიდეო-რგოლით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ გაიღიმონ და ეს ღიმილი და განწყობა სხვასაც გადადონ.”

სადაზღვევო კომპანია ევროინსი მსოფლიო მასშტაბით 20 წელია, რაც ბაზარზე არსებობს. საქართველოში კი იგი ბაზარზე დაახლოებით 1 წელია, ოპერირებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მომავალში ისინი საზოგადოებას ბევრ საინტერესო სოციალურ და მარკეტინგულ აქტივობას ჰპირდებიან.