რუსეთთან ფრენების აღდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშიც არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ფრენების აღდგენა საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლის წყაროსთან.
„რაც შეეხება ზუსტ მომენტს, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება მეტი ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს შემოსავლის სახით ჰქონდეს, მათ შორის, ამ ფრენებით საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება ეს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ მომენტი, როდესაც მათთვის მოსახერხებელი იქნება ავიამიმოსვლის განახლება.