თბილისის მთავრობა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ანგარიშს მოისმენს

თბილისის მთავრობა დღეს გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

მერიის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.  მათივე ცნობით, "ყაზტრანსგაზის" შემდეგ, 12 სექტემბერს, თბილისის მთავრობა შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში უკვე გაიმართა შეხვედრები წყალმომარაგების კომპანია "GWP"-სთან, ენერგოგამანაწილებელ კომპანია "თელასთან" და კომპანია "სითი-პარკთან".

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეხვედრებზე თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დედაქალაქის მთავრობას გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აცნობენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.