3 მარტივი ხერხი, რომელიც თქვენს სამუშაო გარემოს უფრო ეკო-მეგობრულს გახდის

დღეისათვის გარემოს დაცვა და ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. მსოფლიოში გამოჩნდა არაერთი ადამიანი, რომლებიც მოუწოდებენ კაცობრიობას, არ დააბინძურონ გარემო და მოუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს.

ისინი აცხადებენ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში, სახლში ან თუნდაც სამსახურში ყოფნის დროსაც კი. Euronews-ი გთავაზობთ 3 მარტივ ხერხს, რომლებიც თქვენს სამუშაო გარემოს უფრო ეკო-მეგობრულს გახდის.

ნუ დაბეჭდავთ ფურცლებს (ან დოკუმენტებს) ტყუილუბრალოდ

დღეისათვის თითოეული ჩვენგანი სამსახურში ყოფნის დროს უამრავ დოკუმენტს ბეჭდავს, რომლებიც მომდევნო დღღებში დიდი ალბათობით აღარ დაგვჭირდება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თითოეული ამერიკელი დასაქმებული საშუალოდ წელიწადში 10 000 ფურცელს იყენებს, რაც დაახლოებით ყოველწლიურად 5 ხის მოჭრას უდრის.

დიდი რაოდენობის ფურცლების ამობეჭდვისა და შემდგომ მათი გადაგდების ნაცვლად გირჩევთ, ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეინახოთ და საჭიროების შემთხვეაში თანამშრომლებს გაუგზავნოთ.

სამუშაოს დასრულების შემდეგ გამორთეთ კომპიუტერი

ზოგადად სამუშაოს დასრულების შემდეგ არაერთი ადამიანი სამსახურის კომპიუტერსა თუ სხვა ტექნიკას ჩართულს ტოვებს. იგივე ხდება კონდინციონერისა და განათების შემთხვევაშიც.

გირჩევთ სამსახურიდან გამოსვლის დროს გამორთოთ ყველა არასაჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შეამცირებთ ელექტროენერგიის მოხმარებას.

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება სენსორული სისტემის დამონტაჟებაა, რომელიც ადამიანების არყოფნის შემთხვევაში ელექტროენერგიას ავტომატურად გამორთავს.

„გაამწვანეთ“ თქვენი სამუშაო სივრცე

გარემოს დაბინძურების შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზა პლანეტის გამწვანებაა. სახლებისა და ეზოების გარდა, გირჩევთ, თქვენი სამუშაო სივრცეც „გაამწვანოთ“.

მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, ამასთანავე, ისინი დადებითად მოქმედებენ თქვენს განწყობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურში შესაძლოა არ გქონდეთ საკმარისად დიდი სივრცე და საჭირო დრო, გირჩევთ ოფისში პატარა მცენარეები და ყვავილები განათავსოთ.

ბექა ბერიაშვილი