აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ექნებათ, ან ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა თავად არ შეეძლებათ, აშშ-ში შესვლის ნებას არ მისცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
“ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აუნაზღაურებელი სამედიცინო მომსახურებისგან გამოწვეულ პრობლემებთან უწევს გამკლავება, აშშ-ის მთავრობა კი პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს იმით, რომ ქვეყანაში შემოსვლის ნებას რთავს ადამიანებს, რომლებიც ჯანდაცვის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას ვერ ადასტურებენ,“- აღნიშნულია ტრამპის ბრძანებულებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სიახლე მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის მფლობელებზე გავრცელდება და არ შეეხება თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებს.
დოკუმენტი ძალაში 3 ნოემბრიდან შევა.