კახა კალაძე - „შმაქსები“ თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, „მიიშმაქსებიან“

შმაქსები ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილან, თუ კი გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „გირჩის“ მიერ „შმაქსის“ დაფუძნებას.

კომპანია "შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელებაა. პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ მუშაობენ, „შმაქსაობას" სთავაზობენ.