PepsiСo მაღალ ფინანსურ შემოსავლებს სარეკლამო ხარჯების ზრდას უკავშირებს

ამერიკული გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია PepsiСo მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ ფინანსურ მაჩვენებლებს სარეკლამო დანახარჯების ზრდას უკავშირებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბრენდის განვითარების მიმართულებით კომპანიამ მიმდინარე წელს სარეკლამო დანახარჯები 12%-ით გაზარდა. მისი სუფთა მოგება კი ამავე პერდიოში 16%-ით არის გაზრდილი.

ჯამში კომპანიამ შემოსავლის სახით მიმდინარე წლის სამ კვარტალში 17,2 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,3%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ყველანაირ მოლოდინზე მაღალია, ვინაიდან კომპანიაში სამიზნედ და მაქსიმალურ ნიშნულად 4% ჰქონდათ ნავარაუდევი.

კოკა კვირკველია