კორპორაცია Samsung-მა ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ბიუროში შეიტანა განაცხადი ახალ სავაჭრო ნიშანზე Samsung Mobile Ads. განაცხადის მიხედვით მწარმოებელს სამომავლოდ შეეძლება სარეკლამო განცხადების გამოტანა მისი წარმოების მოწყობილობების ინტერფეისზე.
როგორც ცნობილია, კომპანიას უკვე აქვს მოქმედი სარეკლამო სერვისი — Samsung Ads, რომელიც სარეკლამო განცხადებებს „სმარტ“ ტელევიზორების ეკრანებზე ჩვენებს. ახალი განაცხადის მიხედვით კი რეკლამის ჩვენებას კომპანია უვკე სმარტფონებშიც გეგმავს.
სხვა დამატებითი დეტალები, თუ როდის უნდა გამოჩნდეს რეკლამები სმარტფონებზე, რა სიხშირით და რა ფორმით ამ ეტაპზე უცნობია.