PayPal-მა Facebook-ის კრიპტოვალუტის შექმნის პროექტში ჩართვაზე უარი თქვა

ამერიკულმა კომპანიამ PayPal, რომელიც არის ელექტრონული გადახდების ოპერატორი, უარი განაცხადა ჩაერთოს Facebook-ის პროექტში, რომელიც ციფრულ ვალუტა Libra-ს შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ PayPal-ის მიერ გავრცელებულ განცახდებაში წერია.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყევტილება გამოვიდეს მხარდამჭერი პროექტიდან Libra Association და მეტი კონცენტრირება მოახდინოს არსებულ ბიზნესზე. ამასთან, PayPal-ი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს ამ კრიპტოვალუტის შექმნას და სამომავლოდ კომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Libra-ს ჩაშვების პროექტს სათავეში უდგას დევიდ მარკუსი, რომელიც მანამდე იყო PayPal-ის დირექტორი. აქამდე კომპანია აცხადებდა, რომ აქტიურად ჩაერთვებოდა Libra-ს შემუშავების პროცესში თუმცა ახლა ამაზე უარი თქვა.

ცოტა ხნით ადრე კი უარი თქვეს ამერიკულმა კომპანიებმა Visa და Mastercard. იგივეს აპირებს სხვადასხვა ცალკეული კომპანიებიც, რომლებმაც თავიდან თანხმობა განაცხადეს. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულის მიზეზი ამერიკისა და ევროპის ხელისუფლებების მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადებებია, რომლებიც Libra-ს საქმიანობას საფრთხის შემცველად მიჩნევენ.

კოკა კვირკველია