თანამედროვეობის 6 მიღწევა, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ონლაინ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას

დღეისათვის უამრავი ოპერაციის შესრულება სახლიდან გაუსვლელად კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ძალიან ამარტივებს. თუმცა, ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების კუთხით გაჩნდა უამრავი საფრთხე და შესაძლებელია ჩვენი პირადი მონაცემების გავრცელებით ან ინფორმაციის არასწორად გაგებების გამო კიბერთავდასხმის მორიგი მსხვერპლი გავხდეთ.

გამოცემა Business Insider-ი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის 6 მიღწევას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ონლაინ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნას.

ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანის სახის შეცვლა

დღეისათვის სოციალურ ქსელ Instragram-სა თუ აპლიკაცია Snapchat-ს ადამანის სახის სხვადასხვაგვარად შეცვლა შეუძლია, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მარტივადაა ხელმისაწვდომი. აქედან გამოდინარე ჩნდება ეჭვი, რომ მალე ჰაკერები შეძლებენ შექმნან მათი მსგავსი, თუმცა გაცილებით უფრომ დახვეწილი და რეალურთან მიახლოებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სხვა ადამიანის სახის მიღება შესაძლებელი იქნება.

კომპიუტერები, რომლებსაც კოდების გატეხვა შეუძლიათ

თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერებს სულ უფრო მეტი და რთული ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. მომავლის მძლავრი კომპიუტერები შეძლებენ ისეთი ოპერაციების შესრულებას, რომლებიც დღეს წარმოუდგენელი გვეჩვენება. ამიტომ ჩნდება იმის საფრთხე, რომ ჰაკერებს მომავალში სხვადასხვა სისტემების კოდების გატეხვა და მათში შეღწევა შეეძლებათ.

ინტერნეტით ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობები

დღეს ინტერნეტის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო იზრდება და ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო „ციფრული“ ხდება. ადამიანები ქმნიან სხვადასხვა სოციალური ქსელების ანგრიშებს, ერთმანეთთან აკავშირებენ მათ მობილურ ტელეფონებს, ელექტრონულ ფოსტება თუ კომპიუტერებს. ამასთანავე, ინტერნეტის გამოყენებით დღეს საოჯახო ტექნიკის მართვაც კი შესაძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე ჩნდება საფრთხე, რომ თუ ჰაკერები, რომელიმე მათგანის გატეხვას შეძლებენ, მათ თქვენი ციფრული მოწყობილობების მთლიანად გაკონტროლება შეეძლებათ.

ხელოვნური ინტელექტი

გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერები უსაფრთხოების სისტემების გასატეხად ხშირად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში ახერხებს სისტემის სუსტი წერტილების აღმოჩენას და მასში შეღწევას ცდილობს.

ინფორმაციის მე-3 პირის ხელში აღმოჩენა

დღეს კომპანიების უმეტესობა ერთმანეთთან კომუნიკაციასა თუ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს, რაც მათ დროის დაზოგვაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის უმეტესობა ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელის მეშვეობით იგზავნება. ამ დროს შესაძლებელია თქვენს მიერ გაგზავნილი პირადი და კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცი მე-3 პირის ხელში აღმოჩნდეს.

ოპერაციების ონლაინ შესრულება

დღეს ონლაინ გადახდები ჩვენს ცხოვრებას ძალიან ამარტივებს, რადგან სახლიდან გაუსვლელად დროსი მოკლე მონაკვეთში უამრავი ოპერაციის შესრულება შეგვიძლია. ასევე ინტერნეტმა გაამარტივა საბანკო მომსახურების ტელეფონის მეშვეობით შესრულება და კიდევ უამრავი სხვა ფუნქცია. თუმცა, ამავედროს ბოლო დროს ძალიან გახშირდა ჰაკერების მეირ განხორციელებული თავდასხმები, ამიტომ ოპერაციების ონლაინ შესრულებამ შესაძლოა ჰაკერების თავდასხმის მორიგ მსხვერპლი გაგხადოთ.

ბექა ბერიაშვილი