კახა კალაძე ტაქსით მგზავრობის ფასებზე - არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები

ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ.

"არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს",- განაცხადა კახა კალაძემ.