სესხის გამცემ სუბიექტებს ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში.
„ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მიენიჭოთ ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
ახალი სტატუსი სესხის გამცემ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულება გააფორმონ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის ეროვნულ ბანკში სესხის გამცემი 202 სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც უმრავლესობა შპს-ს წარმოადგენს, ინდმეწარმედ მხოლოდ მცირედი ნაწილია რეგისტრირებული.