ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ რეპორტაჟები მოამზადეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით კორეულმა წამყვანმა სამაუწყებლო კომპანიამ KBS (Korea Broadcasting System) საქრთველოს შესახებ სპეციალური გადაცემა და ვიდეო რგოლები მოამზადა.
„კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურეს და გადაიღეს მასალები გადაცემებისთვის „Everywhere K“ და “Food Odyssey”. 50 წუთიან ფილმში და 10 ვიდეორგოლში აქცენტი გაკეთდა როგორც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, ისე ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოში ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს, გადაღებები მიმდინარეობდა თითქმის ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.
წამყვანი კორეული ტელეარხის გარდა, საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები გავრცელდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით,”- აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.